TaoNews.Ge

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 22 მარტს  შემოვა

თამარ გაბუნია: ბავშვებში ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დამარცხება რთული იქნება

პანდემიის დამარცხება ბავშვებში ვაქცინაციის გარეშე რთული იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მან ისაუბრა, იგეგმება თუ არა საქართველოში 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია.

მისი თქმით, ქვეყანაში ბავშვებში ვაქცინაცია დაშვებულია 12-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და აქტივობა ამ მიმართულებით არ ყოფილა. გაბუნიას განცხადებით, ამ თვალსაზრისით უფრო ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების მშობლები აქტიურობდნენ და ამ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესიც უფრო აქტიურად წარიმართა.

„მთელი მსოფლიო დღეს საუბრობს მცირე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციები დაწყებული გვაქვს. მას სჭირდება განსხვავებული შემადგენლობის ვაქცინა, მხედველობაში მაქვს „ფაიზერის“ ვაქცინა. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები ჩვენთვის გახდება სახელმძღვანელო ამ მიმართულებით მუშაობისთვის, რადგან პანდემიის დამარცხება ბავშვებში ვაქცინაციის გარეშე რთული იქნება.

„ომიკრონი“ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამა, რადგან ვაქცინირებულებში დაავადება მსუბუქად, ფაქტობრივად სიმპტომების გარეშე მიდის. ინფიცირების შემთხვევაშიც კი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს ასევე დადებითად აისახება იმ კუთხით, რომ გართულებების გამოვლენის ალბათობაც დაბალია. ბავშვებიც უნდა იყვნენ იმ ჯგუფში, რომელთაც მეტი დაცვა სჭირდებათ. „ომიკრონი“ არის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა სამომავლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს გარანტირებული დაცვა განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, რათა ისინი დაზღვეული იყვნენ პანდემიით გამოწვეული რისკებისაგან“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!