TaoNews.Ge

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალი წარედგინა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალდება წარუდგინა.

“თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა  მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ფოტომასალა ე.წ. “სქრინშოტები”, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება.

დასტურდება, რომ ბრალდებულ მ.შ.-ს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან.

დადგინდა, რომ  მარი შარაშიძემ 2021 წლის 2 იანვარს, ფეიბუქში მის ექაუნთს  შეუცვალა დასახელება, დაარეგისტრირა როგორც “tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო.

აღნიშნულის შემდგომ მიმოწერა განახორციელა საკუთარ ფეისბუქ პროფილთან, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში “მარი შარაშიძის” სახელით, რის შედეგადაც დაამზადა ფეისბუქის მესენჯერით განხორციელებული  კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა.

მოსამართლის წინაშე დაკითხვისას მარი შარაშიძემ დაადასტურა მიმოწერის ამსახველი ფოტოსურათების ნამდვილობა, მაშინ როცა ბრალდებულს  ურთიერთობა არ ჰქონია თამარ ბაჩალიაშვილთან და წარმოდგენილი  ფოტოსურათები დამზადებულია მარი შარაშიძის მიერ.

მარი შარაშიძეს წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 369-ე პრიმა მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!