TaoNews.Ge

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს

ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, შექმნა დანგრეული, ჩაბნელებული საქართველოდან სახელმწიფო და დააყენა ფეხზე, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია, მაქვს ამის თქმის უფლება, როდესაც 3-მილიონიან საქართველოს დღეში 86 ადამიანი უკვდება, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა, არ არსებობს ჯანდაცვა, გაწვალებული არიან ექიმები, რომლებსაც ხელში აკვდებათ დღეში 78-86 ადამიანი. ეს პრაქტიკულად უდრის გენოციდს. ჩვენ სახელწიფო გვქონდა, სახელმწიფო არ გვაქვს, მარიონეტი რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში. გამომდინარე აქედან და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, მისი დაბრუნების შესახებ საქართველოში, რაც მე პირადად აუცილებლად მიმაჩნია და ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ, ჩავუდექი ინიციატივა სათავეში, მე, თამარ ჩარკვიანი ვინაიდან, მოგეხსენებათ მე ვარ პარტია „კანონი და სამართლის“ წარმომადგენელი და ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღევანდელი დღე ჩემს პარტიას არ ეძღვნება.

დღეს თქვენ მომსწრენი ხდებით, ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“. ტელეფონის ნომრებს მოგაწოდებთ ჩვენს გვერდზე. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, შექმნა დანგრეული ჩაბნელებული საქართველოდან სახელმწიფო დააყენა ფეხზე. როდესაც ისრაელი სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად. ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანა საქართველო, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული მართლმსაჯულება სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ რეფორმირებული ნორმალური სამართლებრივი სისტემა. დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს, უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, უდნა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც მას არასწორად ჩამოერთვა და ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო, როდესაც დევნი ადამიანს, შემდეგ ამის ჩამორთმევა უარის თქმად კი არ ითვლება, ნიშნავს რომ შენ დევნი. ის უნდა მობრუნდეს, მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა, ჩვენ უნიჭოები არ ვართ ქართველები, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!