TaoNews.Ge

გირჩი ჯაფარიძის მიერ საზოგადოების მისამართით დედის გინებას და მძიმე შეურაცხყოფას ერთადერთი პროვოკაციული მიზანი აქვს

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ჯაფარძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც მმართველი პარტიის საგანგებო ბრიფინგიდან გაირკვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ანულირება მოხდა.

ჯაფარიძის განმარტებით, რადგან შეთანხმება უკვე აღარ არსებობს, არც „ვალდებულება არსებობს“.

„მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ, ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად.

როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის“, – წერს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
კოპირება აკრძალულია!