TaoNews.Ge

“ნიკას სიკვდილს გულწრფელად ნანობს” – ზვიადაურმა ციხიდან კენჭოშვილებს წერილი მიწერა

ზურაბ ზვიადაური 50 000 ლარიანი გირაოთი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

​მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლდა მასთან ერთად დაკავებული პირიც.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

პატიმრობაში მყოფი ზვიადაურისთვის დაცვის მხარე 50 ათას ლარიან, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარე კი ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას.

შემდგომი სასამართლო პროცესი, საქმის არსებითი განხილვით განახლდება.

ცნობისთვის, ზვიადაური, 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული, რა დროსაც დაპირისპირებასა და გარჩევას მისი ძმა ემსხვერპლა. ორმხრივი სროლის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი.

ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯაბა ჯანგირაშვილს გამოძიება მკვლელობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!