TaoNews.Ge

ზურაბიშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო წუხილს გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.


აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს სომხურ პოზიციებს ნაღმტყორცნების, არტილერიისა და ტანკების დახმარებით

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს
კოპირება აკრძალულია!