ზუგდიდში ასაკოვან ქალს მატარებელი დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, ქალი მართვით სუნთქვაზეა და მას კიდურები აქვს დაზიანებული. მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.