TaoNews.Ge

“ზუგდიდში მიდისო, პარტიის შექმნას აანონსებსო, ზვიადის სახელს იყენებსო- იცის ამ კაცმა რასაც აკეთებს!”

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„გუშინდელი აჟიოტაჟი გამახსენა ამ ფოტომ.

ზუგდიდში მიდისო, პარტიის შექმნას აანონსებსო, ზვიადის სახელს იყენებსო… არა და, წყნარად მივიდა ზვიადის საფლავზე პანთეონში. მერაბ კოსტავას და ზვიადს პატივი მიაგო!
მერაბს და ზვიადს( ერთად) მადლობა უთხრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვისდა ერთი ცალი ფოტო დადო სოცქსელში….ჰო, რატომ ვწერ ამას… გუშინდელმა ჭორ-მართალმა და გავრცელებულმა ხმებმა ისევ გახარიას წისქვილზე დაასხა კი არა და, გადმოაკოკისპირულა წყალი. 2 საათში 15 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა დაახლოებით 100 სიტყვიანმა პოსტმა! (ფოტო გახსენით და სქრინი იხილეთ) …

ასე რომ, თუ არც შავი PR- ი იცით და არც თეთრი გემეტებათ, გაყუჩდით მაინც… იცის ამ კაცმა რასაც აკეთებს! აი, როგორც კახელები იტყვიან- რასაც აკეთებს, ლაზათიანად აკეთებსო!“- წერს ხოფერია

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!