ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
როგორც ცნობილია, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი და პოლიცია.
სავარაუდოდ, მძღოლმა, რომელიც საჭეს მართავდა, მოძრავი მატარებელი ვერ შეამჩნია და გზა გადაუკვეთა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.