TaoNews.Ge

ზელენსკი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„მიმაჩნია, რომ შესაძლებელია. ჩემი აზრით, 2014 წელს რუსეთმა ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადადგა. მადლობა ღმერთს, უკრაინელების დამსახურებით ისინი შევაჩერეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე.

ზელენსკიმ კონფერენციაზე ყურადღება უკრაინის ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების შესაძლებლობებზეც გაამახვილა და განაცხადა რომ ნატოს უკრაინა სჭირდება,რადგან უკრაინის გარეშე ევროკავშირი თანდათან დასუსტდება, რაც თავის მხრივ ატლანტიკური ალიანსს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!