TaoNews.Ge

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად სადგურზე ხანძარი გაჩნდა.

სადგურის თანამშრომლების ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე. მათივე ცნობით, დაზიანებული პირველი ენერგობლოკი.

რადიაციული ფონის გაზრდის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეხანძრეები ელექტროსადგურთან მისვლას ვერ ახერხებენ, რადგან ამის შესაძლებლობას მათ ოკუპანტები არ აძლევენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!