TaoNews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი – განა ასეთი ნატო გვინდოდა? – ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის გამო

ვოლოდიმირ ზელენსკი – კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? რით განსხვავდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები ხარკოვში ან ნიკოლაევში ჰამბურგის ან ვენისგან?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააჟღერა მოთხოვნა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღამით ოკუპანტებმა სარაკეტო არტილერიიდან ნიკოლაევის საცხოვრებელ უბნებს, ხარკოვის საცხოვრებელ უბნებს და სხვა ქალაქებს დაარტყეს.

“მძევლად ჰყავთ ირპენის, ბუჩას, გოსტომელის და მრავალი სხვა ქალაქის და სოფლის მცხოვრებლები, რომელთა აღებაც ოკუპანტმა მოახერხა. დროებით – სანამ ამისთვის დაისჯებიან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა იციან, როგორ გააკეთონ ეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მტერი დაღლილი და დემორალიზებულია.

„ჩვენს მიწაზე მოვიდნენ იმის საძებნელად, რაც აქ არასდროს ყოფილა – სიმხდალის, მონობაზე თანხმობის. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ეშინია დამწვარი სახლების ყურების და ეს გასაგებია… რაკეტები, საჰაერო ბომბები, გრადები, ნაღმტყორცნები ხალხის წინააღმდეგ. შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს ეს სხვა ქვეყანაში ხდება. მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაშია, რომელსაც ყოველთვის ყველაზე მეტად სურდა მშვიდობა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე იკითხა: “კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“რით განსხვავდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები ხარკოვში ან ნიკოლაევში ჰამბურგის ან ვენისგან? ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას – გაათავისუფლებთ ცას იმ ძალებით, რომელიც თქვენ გაქვთ, ან მოგვცემთ საბრძოლო თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვას, რომელიც მოგვცემს საჭირო ძალას. ეს არის ის დახმარება, რომელიც მსოფლიომ უნდა გაუწიოს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საკუთარ თავს, რათა დაამტკიცოს, რომ კაცობრიობა გაიმარჯვებს, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!