TaoNews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი – გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო – მართლაც არის შემთხვევები, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ უკეთესია მთავრობაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ აქციას გამოეხმაურა.

უკრაინის პრეზიდენტი ყველას, ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა, მადლობას უხდის.

„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობას გიხდით ყველას თბილისში და სხვა ქალაქებში, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. მართლაც არის შემთხვევები, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ უკეთესია მთავრობაზე“ , -წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს ასეულობით ადამიანმა უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია დაგმო და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. სოლიდარობის აქციები გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!