TaoNews.Ge

ვლადიმერ პუტინი 22 მარტს,რუსული ვაქცინით აიცრება 

ვლადიმერ პუტინი – ჩვენ ნეონაცისტებს ვეომებით – ისინი ეფარებიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს

უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთი ეომება ნეონაცისტებს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ის, რომ ჩვენ სწორედ ნეონაცისტებს ვეომებით, თავად საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა აჩვენებს. ნაციონალისტური და ნეონაცისტური ფორმირებები, მათ შორის კი არიან უცხოელი დაქირავებულები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთიდან, ეფარებიან მშვიდობიან მოსახლეობას როგორც ცოცხალ ფარს“ , – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ნეონაცისტები უკრაინაში მძევლად იყვანენ უცხოელ მოქალაქეებს.

მანვე აღნიშნა, რომ არის ობიექტური მონაცემები ნაციონალისტებისა და ბანდიტების მიერ საცხოვრებელი სახლების რაიონებში მძიმე ტექნიკის განთავსების შესახებ.

„მე უკვე ვთქვი, რომ არსებობს აბსოლუტურად ობიექტური მონაცემები, ფოტოები იმისა, როგორ ათავსებენ მძიმე ტექნიკას ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებში. ისინი მოქმედებენ სწორედ ასეთი სახით ყველაზე უკიდურეს ბანდიტებთან ერთად“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ პირობა და მოაშორონ ტექნიკა საცხოვრებელი შენობებიდან, საბავშვო ბაღებიდან, საავადმყოფოებიდან, პირიქით, იქ დამატებით გადაჰყავთ ტანკები, არტილერია და ტყვიამფრქვევები.

პუტინმა „ნეონაცისტების“ ქმედება უკრაინაში, შეადარა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების ქმედებას.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!