TaoNews.Ge

რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები ინანებენ ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ- პუტინი

ვლადიმერ პუტინი – ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოსკოვისა და პარიზის საერთო შეშფოთების საგანია

“ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოსკოვისა და პარიზის საერთო შეშფოთების საგანია,” – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“რისი ხაზგასმა განსაკუთრებით მინდოდა – რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რაც ხდება ევროპაში უსაფრთხოების სფეროში”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების თაობაზე.

პუტინმა ასევე ისაუბრა ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის მნიშვნელოვან პირად ძალისხმევაზე უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად.

„მე ვხედავ, რამხელა ძალისხმევას დებს საფრანგეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტი, რათა მოაგვარონ კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ევროპაში თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან სერიოზული ისტორიული პერსპექტივისთვის“, -აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!