TaoNews.Ge

ვლადიმერ ზელენსკი – ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის არ გვეშინია

უკრაინა რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ცალსახად აფასებს როგორც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას და ანადგურებს მოლაპარაკებების ფორმატებს და ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

სპეციალურ მიმართვაში ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას „არაფრის და არავის არ ეშინია“.

„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის არ გვეშინია, არავის არაფერი გვმართებს, არავის არაფერს მივცემთ და ამაში დარწმუნებული ვართ, რადგან ახლა 2014 წლის თებერვალი კი არა, 2022 წლის თებერვალია. სხვა ქვეყანა, სხვა არმია, ერთი მიზანი. ეს არის მშვიდობა, მშვიდობა უკრაინაში! დიდება უკრაინას!“ – განაცხადა ზელენსკიმ და უკრაინელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ყველაფრისთვის, მაგრამ თქვენი უძილო ღამის მიზეზი არ არსებობს”, – აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!