TaoNews.Ge

“ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს თქვენთან ჩამოსვლა ძალიან უყვარს და რა შუაშია აქ მიხეილ სააკაშვილი”- ქსენია სობჩაკი

“ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს თქვენთან ჩამოსვლა ძალიან უყვარს და რა შუაშია აქ მიხეილ სააკაშვილი”- ქსენია სობჩაკი

რუსმა  ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა, ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს კომენტარი “ტელეგრამ არხზე” გააკეთა.

“გუშინ ვლადიმერ პოზნერის თანხმლები პირები, პანიკაში ჩავარდნილები, მწერდნენ, თუ რა შიში განიცადეს რესტორანში ყოფნის დროს, იმის გამო, რაც ქუჩაში ხდებოდა”, – წერს ქსენია სობჩაკი თავის “ტელეგრამ არხში”.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი გამოსვლის დროს მომხდარ უწესრიგობებში ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
ქსენია სობჩაკს ამ ვერსიაში ეჭვი ეპარება: “საქართველო, აბა, ასე როგორ შეიძლება? ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს თქვენთან ჩამოსვლა ძალიან უყვარს. და რა შუაშია აქ მიხეილ სააკაშვილი? არაფერი მესმის… მსოფლიო ჭკუიდან შეიშალა.”, – დაამატა ტელეწამყვანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!