TaoNews.Ge

უნგრეთმა ლგბტ პროპაგანდა აკრძალა

ვიქტორ ორბანი – დასავლელ ლიბერალებს არ შეუძლიათ მიიღონ, რომ დასავლური ცივილიზაციის შიგნით არის ეროვნული კონსერვატული ალტერნატივა, რომელიც მათზე უფრო წარმატებულია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი მთავრობა კრიტიკის სამიზნეა, რადგან ლიბერალური მემარცხენეობა ვერ იტანს ქვეყანას, რომელიც ქრისტიანულ ეროვნულ იდენტობას მრავალკულტურალიზმზე მაღლა აყენებს და ემხრობა ძლიერ საზღვრებსა და ტრადიციულ ღირებულებებს.

„დასავლელ ლიბერალებს არ შეუძლიათ მიიღონ, რომ დასავლური ცივილიზაციის შიგნით არის ეროვნული კონსერვატული ალტერნატივა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო წარმატებულია, ვიდრე ლიბერალური ქვეყნები. ამიტომაც გვაკრიტიკებენ ჩვენ“, – განუცხადა ორბანმა ტაკერ კარლსონს ინტერვიუს დროს.

რაც შეეხება იმიგრაციის პრობლემას, ორბანის თქმით, დასავლეთში მიაჩნიათ, რომ თუკი სხვადასხვა საზოგადოებები, თუნდაც დიდი რაოდენობით მუსლიმები და ადგილობრივი მაცხოვრებლები, ქრისტიანი საზოგადოებები ერთმანეთს შეერევიან, ეს კარგ შედეგს მოიტანს.

„არ გვაქვს პასუხი, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, თუმცა ჩემი აზრით, ეს სარისკოა და აშკარაა იმის შანსი, რომ ეს ძალიან ცუდი იქნება. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, მიიღოს ეს რისკი ან უარი თქვას მასზე. ჩვენ, უნგრელებმა გადავწყვიტეთ, რომ უარი ვთქვათ ჩვენი საზოგადოების შერევის რისკზე. ესაა მიზეზი, თუ რატომაც ესხმიან უნგრეთს ასე მწვავედ თავს, ეს არის მიზეზი, თუ რატომ არის ჩემი პირადი რეპუტაცია ძალიან ცუდი“, – აღნიშნა ორბანმა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!