TaoNews.Ge

ვინ დაწვა ცოტნე გამსახურდიას და ანა ჯაბაურის საწოლი 

ვინ დაწვა ცოტნე გამსახურდიას და ანა ჯაბაურის საწოლი 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური “კვირის პალიტრასთან” ყვება, რომ ცოტნე ტრაგიკულ შემთხვევამდე მეღვინეობით იყო გატაცებული.

“მან კავკასიის უნივერსიტეტში მეღვინეობის ერთწლიანი კურსიც კი გაიარა და დიდი ხნის ნატვრა აიხდინა, ეზოში “ვაზი ჩაყარა”.

იმ ავადსახსენებელ დღემდე ერთი თვით ადრე დიდი ხნის ნატვრა აისრულა – სატვირთო მანქანებით მაღალი ხარისხის მიწა მოატანინა, შემდეგ საგანგებოდ შეარჩია ნერგები და რამდენიმე მეგობრის დახმარებით კოლხური კოშკის ეზოში ვაზი ჩაყარა. ყოველ მტკაველ მიწას თავს დასტრიალებდა და ეფერებოდა…

ცოტნეს მეგობრები ჩვენი თურქეთის კლინიკაში ყოფნის პერიოდშიც უვლიდნენ ვაზს, მაგრამ ერთხელაც ჭიშკარი გატეხილი, ვაზი აჩეხილი და ჩემი და ცოტნეს საწოლი დამწვარი დახვდათ.

ეს ინფორმაცია მეზობლებმა და ცოტნეს მეგობრებმა მომაწოდეს. მომხდარი მხოლოდ მას შემდეგ დავიჯერე, რაც ფოტოები გამომიგზავნეს. ვფიქრობ, ამის გაკეთება მხოლოდ შინაურს შეეძლო.”, – ამბობს ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. ამჟამად ის მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!