TaoNews.Ge

ვინ არის სამტრედიელი გოგონა, რომელსაც ჯორჯო არმანიმ თავისი ჩვენება გაახსნევინა

ვინ არის სამტრედიელი გოგონა, რომელსაც ჯორჯო არმანიმ თავისი ჩვენება გაახსნევინა

17 წლის ქართველი მოდელი ზინი ქაჯაია, რომელმაც მილანის მოდის კვირეულზე ახლახან „ემპორიო არმანის“ ჩვენება გახსნა, ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს:

„თავად ჯორჯო არმანიმ მომკიდა ხელი და მომცა ის ტანსაცმელი, რომელიც ჩვენებაზე უნდა ჩამეცვა…მან შემამჩნია კასტინგზე და მითხრა: შენ გახსნი ჩვენებას!.. ჩემ უკან იდგნენ ულამაზესი და უწარმატებულესი მოდელები, რომლებმაც ურთულესი გზა გაიარეს ამ სფეროში და მე, 17 წლის ახალბედა მოდელმა, გავხსენი ჩვენება, ეს ხომ წარმოუდგენელია…“

როგორც თავად ჰყვება ჟურნალთან, დაიბადა და გაიზარდა სამტრედიაში, სოფელ ჭაგანში – „სკოლაშიც იქ ვსწავლობ, მეთერთმეტე კლასში ვარ. ერთი წლის წინ, სამოდელო კარიერის გამო, თბილისში ბაბუასთან მომიწია ჩამოსვლამ. სხვათა შორის, გარეგნობით გამორჩეული ბავშვი არ ვიყავი, მაგრამ ჩემი სიმაღლის გამო სულ ყურადღების ცენტრში გახლდით. 181 სანტიმეტრი ვარ და ყველა მეუბნებოდა, აუცილებლად მოდელი უნდა გამოხვიდეო. მეც ჩაბეჭდილი მქონდა გონებაში, რომ მოდელი უნდა გამოვსულიყავი“, აღნიშნავს ზინი ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!