TaoNews.Ge

“ვინ არის ჟურნალისტი? რომელიც უბრალოდ იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს? – კახა კახიშვილი

მაშინ როცა ყველა პროფესიას სპეციალური მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღება სჭირდება, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული , რა არის ჟურნალისტი. ყველაფერს სჭირდება რეგულაცია, რადგან ზოგადად ქვეყანაში, “პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები” არ არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, “ქართლი ოცნების” წევრმა კახა კახიშვილმა პარლამენტში სესიაზე ისაუბრა.

“მინდა კითხვა დავუსვა თავად ჟურნალისტებსაც, საზოგადოებასაც: იმისთვის, რომ გახდე იურისტი, საჭიროა დაამთავრო უნივერსიტეტი, ჩააბარო გამოცდები, მიმართულება აირჩიო, მერე კიდე გამოცდები ჩააბარო და გახდები იურისტი, სამართალცოდნე. თუ გინდა გახდე მასწავლებელი, უნდა გახდე მასწაველებელი და წელიწადში სამჯერ გამოცდებს აბარებ, რომ იყო მასწავლებელი. დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ის ადამიანი, რომელიც მედიაში მოშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს, ელექტრონულ მედიას ვგულისხმობ თუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს?”, — განაცხადა კახიშვილმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!