TaoNews.Ge

“ვინც იმუქრება, რომ ხვალ რაღაც მოხდება​, აქედანვე ამზადებს ტერაქტს”- მეუფე სტეფანე

“ვინც იმუქრება, რომ ხვალ რაღაც მოხდება​, აქედანვე ამზადებს ტერაქტს”- მეუფე სტეფანე

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის ეკლესიასთან,  ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ წირვა ჩაატარა. როგორც ცნობილი გახდა, ადგილზე ის სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებიც 22 აპრილს სალხინოს მონასტერში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

„არცერთ კითხვას არ გავურბივარ. ვინც ამბობს, რომ დაპირისპირება და სისხლისღვრა მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს – საიდან, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას. ვინც იმუქრება, რომ რაღაც მოხდება​, აქედანვე ამზადებს ტერაქტს, იცის რომ ტერაქტი მზადდება. მე წირვას ვატარებ, მე არ ვარ გამომძიებელი. არ მივდივარ იმ გზით, რომ ვინმეს დავუპირისპირდე, მე ვგრძნობ ღვთის წინაშე პასუხისმგებლობას“ – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!