TaoNews.Ge

15.07.2021 / 21:25

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 22 მარტს  შემოვა

ვიმსჯელეთ ბანაკების, ასევე სპორტული ღონისძიებების შეზღუდვაზე – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის შემცირებისთვის მთავარი გადაწყვეტა ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი წარმართვაა.

ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ მთავრობამ დამატებით იმსჯელა ისეთი ტიპის ღონისძიებების შეზღუდვაზე.

“იმედი მაქვს, რომ ისეთი პრობლემები, როგორიც გუშინ შექმნა საიტთან დაკავშირებით, სამომავლოდ გამოსწორდება და ჩვენ ალტერნატიულ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. რას უნდა ველოდოთ – ჩვენთვის აქ მთავარი გადაწყვეტაა ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი წარმართვა და ასევე იმ რეგულაციის ზედმიწევნით აღსრულება, რომელიც ძალაშია. დამატებით ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ, მაგალითად ბანაკების შეზღუდვა, ასევე სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა, რომელიც შეიძლება არ იყოს კრიტიკული აუცილებლობის მიმდინარე პერიოდში”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!