TaoNews.Ge

“ვითხოვთ კარვების სივრცის დაბრუნებას”- რიონის ხეობის მცველები

“ვითხოვთ კარვების სივრცის დაბრუნებას”- რიონის ხეობის მცველები

რიონის ხეობის მცველები და აქტივისტები ქუთაისიდან ისევ სოფელ გუმათში ჩავიდნენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ადგილიდან რკინის ბარიკადები აიღოს და პოლიციამ მათ ნამახვანში გადაადგილების უფლება მისცეს.

რიონის ხეობის მცველებს რკინის ჯებირთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

“მოვუწოდებთ დღესაც ხელისუფლებას და საპოლიციო ძალებს აიღონ ეს კედელი, გაგვითავისუფლონ გზა რათა შევძლოთ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება ნამახვანში, ისევ ჩვენი კარვების სივრცეში ანუ ვითხოვთ კარვების სივრცის დაბრუნებას. თუკი არ იქნება გათვალისწინებული, როგორც გუშინ დავაანონსეთ აქციაზე, მოვუწოდებთ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას, რომ თავთავიანთ სივრცეებში, ქალაქებში, ქუჩებზე, მაგისტრალებზე მოხდეს პიკეტირება”, – თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, დღის მეორე ნახევარში გუმათში აქციის წევრები ორგანიზდებიან და ისევ დაუსვამენ პოლიციას კითხვას თუ რატომ ვერ მიდიან ნამახვანში.

წყარო : მთავარი არხი

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!