TaoNews.Ge

ვითარება რთული და საყურადღებოა, პიკი გვექნება – ეკატერინე ტიკარაძე

ვითარება რთული და საყურადღებოა, პიკი გვექნება – ეკატერინე ტიკარაძე

„რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის არის რთული და საყურადღებო. ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაგვეხმრება ეპიდვითარების სწორ მართვაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე პირბადის მოხმარების კუთხით” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ე.წ კომენდანტის მოხსნის რესურსი არ არსებობს, რადგან მესამე ტალღის პიკი მოსალოდნელია.

“მზაობა სექტორში არის მაქსიმალური, ეტაპობრივად ვახდენთ მობილიზებას იმ საწოლფონდის, რისი რესურსიც სისტემას აქვს. ასევე, მობილიზებულები არიან ექიმებიც და ის სასტუმრო-კლინიკებიც, რომელთაც კარგი პრაქტიკა აქვთ. აქტიურად მუშაობს ონლაინ-კლინიკა, რომელიც ბინაზე მართავს პაციენტებს. მნიშვნელოვანია აღინიშოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ დღიური ვაქცინაციის მაჩვენებლის იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო განსაზღვრული – 3 000 ვაქცინირებულს დღეში, გუშინ და გუშინ წინ გვყავდა 3000-ზე მეტი პაციენტი, რომელთაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. აცრილია 55 ათასზე მეტი მოქალაქე, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათასზე მეტი მოქალაქე. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აკრეფს იმ საჭირო სიჩქარეს, როცა ჩვენ უკვე მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, როგორც ეს დასავლეთისა და ევროპის ქვეყნებშია. დამატებით მიმდინარეობს ყველანაირი მზადება, არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება ვაქცინაცია. რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ მოხსნას, ამის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებოს, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკი იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!