TaoNews.Ge

„ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- ლაშა გოგნიაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილების უფროსის ლაშა გოგნიაშვილის თქმით, დმანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელი იმყოფება.

ის აღნიშნავს, რომ ამჟამად ვითარება განმუხტულია მოქალაქეები არიან განიარაღებულნი და მისი ინფორმაციით, დაკავებული არავინ არ არის.

როგორც გოგნიაშვილი აცხადებს, ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა და ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც იმყოფებიან დმანისში.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელი იმყოფება ადგილზე, გუშინაც იყვნენ და დღესაც არის, კიდევ დაემატება ძალები. ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!