TaoNews.Ge

“სააკაშვილს ჩამოიყვანენ და სრულად გაათავისუფლებენ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ვერ ხედავთ, რომ მზადდება ეს სცენარი? – ირმა ინაშვილი

„ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანაა“ – ირმა ინაშვილი

„დამთავრდეს პოლიტიკური სპექტაკლები, რა დროს ესაა. ხვალ შეიძლება გავიღვიძოთ სულ სხვა ქვეყანაში ან ქვეყანა საერთოდ აღარ გვქონდეს, ამიტომ დღეს არის მოქმედება საჭირო, ნეიტრალიტეტი არის გამოსავალი“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ირმა ინაშვილმა „ტვ პირველთან“ სატელევიზიო ჩართვაში რეფერენდუმის შედეგს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 78% ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს, არასწორს უწოდებს.

„ჩვენ რეფერენდუმი ჩავატარეთ პრაქტიკულად, საუბარია 2020 წლის მასშტაბურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც 65% ნეიტრალიტეტის პლატფორმას უჭერს მხარს. დღესაც ბრძანა ბაიდენმა უკრაინასთან მიმართებით, რომ კიდევ დიდი გზა აქვს უკრაინას და არ ეუბნებიან იმას, რომ დღეს რომ საფრთხის წინაშე ხარ, გაწევრიანებთ. ისევ იმას ეუბნებიან, რომ ოდესმე იქნები და წირავენ. ჩვენთვის ეს ოდესმე არ არის საკმარისი, რადგან დღეს ვართ ამ საფრთხის წინაშე.

ჩვენ ვითხოვთ საკონსტიტუციო ცვლილებას და იქ აბსურდია ჩაწერილი, რომ ვილტვით ატლანტიკური ალიანსისკენ. ჯერ ერთი, ამას კონსტიტუცია არც უნდა შეახო, რატომ წერ ამას კონსტიტუციაში. ამიტომ ჩვენ ცვლილებას ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩაიწეროს – საქართველო არის ნეიტრალური სახელმწიფო და ვთავაზობთ იმ კონტექსტიდან და გამოწვევიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიოშია და ხვალ არ ვიცით, როგორ სახელმწიფოში გავიღვიძებთ და ეს სახელმწიფოებრიობა გვაქვს შესანარჩუნებელი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!