TaoNews.Ge

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ცხელი ხაზის ნომრის ნაცვლად შეცდომით „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერია მითითებული

ბანერებზე, რომლებიც ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დამზადდა და დედაქალაქში გარე რეკლამების სახით გამოჩნდა, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომრად არა 144, არამედ 114-ია მითითებული, რაც თავის მხრივ, „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერია.

ბანერების მიზანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების დაინტერესებაა. ბანერის ძირითადი სლოგანი სწორედ ისაა, რომ „ვაქცინა გვიცავს“.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!