ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ექთანი, AstraZeneca-ს ვაქცინის შემდეგ კომაში ჩავარდა და ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.