TaoNews.Ge

ვატო წერეთელი – “კობახიძემ მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო”

ვატო წერეთელი – “სურთ, მამაჩემი ციხეში ჩასვან, “ოცნებას” უნდა შური იძიოს ჩვენს ტელევიზიაზე”

ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაიხსნება, კერძოდ, დღევანდელ პროცესზე ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელი დაიკითხება.

ვატო წერეთლის ინფორმაციით, მოწმეთა სიიდან ეროვნული ბანკის და ,,თიბისი” ბანკის პრეზიდენტები ამოიღეს.

„საქმიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი როგორც მოწმეები ჩახსნეს. ამ ხალხს არ აინტერესებს ეს საქმე და უნდათ, რომ უბრალოდ გამოიტანონ განაჩენი. მე დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით ვარ მოსული, თუმცა გასაგებია, რატომ ხდება ამ პროცესის ფორსირება, სურთ, რომ გააჩუმონ მედია და ჩასვან მამაჩემი ციხეში. მოტივია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” შური იძიოს ჩვენს ოჯახზე და ტელევიზიაზე”, – აღნიშნა ვატო წერეთელმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16.664.000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!