ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ლონდონის დასავლეთის საეტაპო ბლოკის შესყიდვაში მონაწილეობდა, სავარაუდოდ, ბიზნესმენს მეძავის მომსახურება შესთავაზა, რომელიც ამ გზით მადლობას 300 მილიონიფუნტ-სტერლინგის ოდენობის გარიგებაში შუამავალი იყო – ამის შესახებ უცხოური სააგენტო www.dailymail.co.uk სტატიას ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ბიზნესმენის გარდა, ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი რომში, მაღალი იერარქი სასლიერო პირებიც არიან.
ჯანლუიჯი ტორზი ჩელსიში, სლოუნის გამზირზე მდებარე ძირადღირებული ქონების შეძენაში მედიატორი გახლდათ. ამასთან, 42 წლის ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ უფროსი თანამდებობის პირი ფაბრიციო ტირაბასი ცდილობდა, მისთვის გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაეხადა და მადლობის ნიშნად ქალთან სექსი შესთავაზა, რაზეც ვატიკანის ოფიციალურმა პირმა უარი მიიღო.
ამტკიცებდნენ, რომ ტორზი, ტირაბასისთან, უფროს სასულიერო პირთან მონსიგონერ ალბერტო პერლასკასთან და ლონდონის ფინანსისტ რაფაელო მინჩიონთან ერთად, შეთქმულებას აწარმოებდნენ ეკლესიის იურისდიქციის გადასახადთან დაკავშირებით.
დაპირისპირებამ პოლიციის რეიდების სერია გამოიწვია, ტირაბასს ვატიკანში დაკავებულ პოსტზე მოვალეობების შესრულება შეუჩერეს, პერლასკა კი სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს.
ბიზნესმენის თქმით, მას ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელი სიცოცხლის მოსპობით ემიქრებოდა და რომში უფროსი სასულიერო პირების შანტაჟით ამაყობდა.
42 წლის ტორზიმ, რომელიც ქონების გარიგების შუამავალი იყო, წერილობითი მტკიცებულებები სასამართლოს წარუდგინა, სადაც აღნიშნა, რომ ამ საქციელით ის იმდენად შეწუხებული იყო, რომ პირადი შეხვედრის დროს მომხდარის შესახებ მან პაპის ფრანცისკოსაც შეატყობინა.