TaoNews.Ge

ვასო ფხაკაძემ რაჭაში აუქციონზე მიწა იყიდა და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში დათუნიკა სხირტლაძის ძეგლი შეიძინა 

ვასო ფხაკაძემ რაჭაში აუქციონზე მიწა იყიდა და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში დათუნიკა სხირტლაძის ძეგლი შეიძინა 

იუმორისტი ვასო ფხაკაძის თქმით, მან რაჭაში მიწის ნაკვეთი იყიდა ბიძისთვის , რათა მას ტურისტებისთვის მცირე ზომის კვების ობიექტი მოეწყო. თუმცა, ბიზნეს იდეები მას შემდეგ “ჩაუვარდა”, რაც მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა უთხრა, რომ ფაქტით გაოგნებული რაჭველები ვითარებაში გარკვევას ითხოვდენ – რად უნდოდა ვასო ფხაკაძეს დათუნიკა სხირტლაძის ძეგლის ყიდვაო. ამ თემაზე, მან გადაცემა  ” მხოლოდ ლელასთან” ისაუბრა.

გაირკვა, რომ მიწაზე, რომელიც ფხაკაძემ აუქციონის წესით შეიძინა ,ჯგუფი  “შინის” აწ გარდაცვლილი წევრის დათუნიკა სხირტლაძეს  ძეგლი დგას. არტისტს ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდიკარში დაუდგეს, თუმცა მალევე გაყიდეს.

“აუქციონზე რაჭაში 50მ2-60მ2 მიწის ნაკვეთი ვნახე რომ იყიდებოდა. დედა რაჭველი მყავს, ბიძაჩემი იქაა და ვიფიქრე, ვიყიდი ამ ნაკვეთს, ბიძას მივცემ და ტურისტებისთვის პატარა კვების ობიექტს გააკეთებს-მეთქი.ისე მოხდა, რომ აუქციონი მოვიგე, მეგონა მიწის მესაკუთრე გავხდი და რეალურად, ძეგლის მფლობელი აღმოვჩნდი. არაფერი ვიცოდი, მალევე გიორგი უშიკიშვილმა დამირეკა, რაჭველები მიკავშირდებიან და მეკითხებიან, რად უნდოდა ფხაკაძეს დათუნიკას ძეგლის ყიდვაო.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დადებულ ფოტოებში ულამაზესი ხედები იყო და არ ჩანდა ძეგლი. ასე გავხდი დათუნიკა სხირტლაძის ძეგლის მფლობელი.” – ამბობს ვასო ფხაკაძე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!