TaoNews.Ge

09.06.2021 / 22:54

“მამაჩემი სასულიერო პირია,”- ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რატომ ჩავიდა ჭყონდიდში

ვარლამ გოლეთიანი – „ნამახვანჰესის“ პროექტი ვეღარ განხორციელდება

 

„რიონის ხეობის მცველმა” ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება არ გაგრძელდება.

„თქვენ გახსოვთ პრემიერის პირველი განცხადება, როდესაც ის ამბობდა, რომ ეს არის ინსპირირებული პროტესტი გარე ძალებისგან და ძირითადად მოიაზრებენ ხოლმე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და დღეს ვნახეთ, რომ მისი მხრიდან შეფასდა, როგორც მემკვიდრეობით მიღებული პრობლემა – ნამახვანი და აქვე ისმის კითხვა, ვინ დააყენა ეს საკითხი პრობლემურად ანუ საიდან გაიგეს საერთოდ ამ პრობლემის შესახებ თუ არა ამ პროტესტისგან? როგორი იყო მისი შეფასება პირველ დღეებში, როდესაც მეორედ გაპრემიერდა და რა არის დღეს მისი განცხადება და ის აცდენა რაც არის შეფასების ნაწილში, რომ თავიდან ვიყავით მართული, დღეს ვართ გულწრფელი პროტესტის მონაწილეები, რომელმაც ისეთ რთულ სახელმწიფო ინტერესების დათმობას გადაარჩინა ქვეყანა, რომ ამ ფორმით ახლა ამ ხელშეკრულების გაგრძელება აღარ შეიძლება?

ამისთვის მე გიხდით პრემიერის მაგივრად მადლობას, პირადად თქვენ, რომ უზრუნველყავით ეს პროცესი და რომ არა თქვენი დგომა და ჩართულობა, ეს პროცესი აქამდე არ მოვიდოდა. თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, ჩვენ როგორც ამ პრობლემების აღმომჩენ ხალხს, დღის წესრიგში დამყენებელს და აქამდე მომტანს ამ ბრძოლისა და პროტესტისა, არ გვთვლიან მაინც იმდენად სრულფასოვან მხარედ, რომ სრული სპექტრი წარმოვაჩინოთ პრობლემების და ყველა აქცენტი დავსვათ. ისე წავიდნენ ინვესტორთან სასაუბროდ, იმ რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენთან არ მოსულან და არ უკითხავთ, რა გვაქვს სათქმელი საბოლოო ჯამში. მნიშვნელოვანი აღიარებები გვაქვს სახეზე და ჩვენთვის პირველი არ არის, რა აღიარებებსაც ვისმენთ.

„ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მიღწეულია და ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. დღევანდელ დღეს 7 ლოკაციაზე ხეობა დაბლოკილია და ნამდვილად მუშაობს ეს პროცესი და მინდა ასეთი თხოვნა გავაჟღერო, ჩვენ ამ ლოკაციების გასაძლიერებლად გვჭირდება ადამინური რესურსი და, ვაპირებთ გარკვეული განრიგი გავაკეთოთ ამისთვის. მაქსიმალურად მოვარგებთ ადამიანების თავისუფალ დროს ამ განრიგს და უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას ლოკაციებზე. ვიწყებთ ამ ცხრილების შედგენას და გთხოვთ, რომ მოგვმართოთ, ვისაც სურვილი გაქვთ,“- განაცხადა გოლეთიანმა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კიოკუშინის კარატეს ფედერაციის ახალგაზრდა სპორტსმენები ნინოწმინდის პანსიონატში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ და რამდენიმე დღეს ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებთან ერთად გაატარებენ-ირმა ინაშვილი
კოპირება აკრძალულია!