TaoNews.Ge

“ეს შეცდომა იყო. პატიებას ვთხოვ მოქალაქეებს” – ანგელა მერკელი

“ეს შეცდომა იყო. პატიებას ვთხოვ მოქალაქეებს” – ანგელა მერკელი

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა აღ­დგო­მის დღე­ებ­ში 5-დღი­ა­ნი მკაც­რი “ლო­ქ­და­უ­ნის“ და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შეც­დო­მა უწო­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­ბო­დი­შა.

”შეც­დო­მა უნდა ეწო­დოს და რაც მთა­ვა­რია, დრო­უ­ლად უნდა გა­მოს­წორ­დეს. ეს მხო­ლოდ ჩემი შეც­დო­მაა. ვიცი, რომ ამ წი­ნა­და­დე­ბას გა­ურ­კვევ­ლო­ბა მოჰ­ყვა, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და პა­ტი­ე­ბას ვთხოვ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს”, – აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აღ­დგო­მის დღე­ებ­ში 5-დღი­ა­ნი მკაც­რი “ლო­ქ­და­უ­ნის“ და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ, ბიზ­ნე­სი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, ასე­ვე რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბის­გან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნი­ა­ში 1-5 აპ­რი­ლის პე­რი­ოდ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა გამ­კაც­რე­ბუ­ლი­ყო, კერ­ძოდ, ყვე­ლა მა­ღა­ზია უნდა და­ხუ­რუ­ლი­ყო, მო­ქა­ლა­ქე­ებს სახ­ლე­ბი­დან გას­ვლის­გან თავი უნდა შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ და სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი შე­ე­ზღუ­დათ, იკ­რძა­ლე­ბო­და ასე­ვე სა­ეკ­ლე­სიო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე დას­წრე­ბა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!