TaoNews.Ge

10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, მაგრამ არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი -სააკაშვილი

ეს ქვეყანა არ არის თქვენი საგულაო, სიმართლე უნდა გითხრათ თვალებში -მიხეილ სააკაშვილი ქართველ ექიმებს უპირისპირდება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „სამთავრობო ექიმები ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ“.

,,რატომ უნდა დაგიჯეროთ, მატყუარები ხართ, უკვე იმდენჯერ მოიტყუეთ. რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ვინმე იმნაძეს და ვინმე აცანცარებულ ცერცვაძეს, როდესაც ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ მთელი ეს თვეები და წლები.

ეს ქვეყანა არ არის თქვენი საგულაო და არ არის გასანადგურებელი. გაგიშვით უცხოეთში სასწავლებლად, არა იმისთვის, რომ თანამონაწილეობდე შენი მოქალაქეების მკვლელობაში. მეტი არაფერი არ ჰქვია ამას, რასაც აკეთებს სამედიცინო ფუნქციონარები დღეს საქართველოში. ყველა, ვინც დღეს თანამშრომლობს დანაშაულებრივ რეჟიმთან, არის კოლაბორანტი და თავისი მოქალაქეების მკვლელობის თანამონაწილე.

ნამდვილად არ ვაპირებ ენის მოჩლეფით გელაპარაკოთ. სიმართლე უნდა გითხრათ თვალებში. ყველანი კარგები ვართო, არაფერი კარგები არ ხართ. ყველა, ვინც დაეხეტებით იმ ღონისძიებებზე, ხართ თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის განადგურების და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის. წერტილი. არ ვაპირებ, ენის მოჩლეფით ველაპარაკო ყველას, ვინც ანადგურებს ჩემს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა, ღირსება და ქართველი ერი გაგცემთ საკადრის პასუხს უახლოეს კვირეებსა და თვეებში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!