TaoNews.Ge

„ეს ედიკას სეფექალი!მართლაც ქაჯეთის პრინცის, როსანის გულისსწორი“ – კონსტანტინე გამსახურდია ადა მარშანიას პასუხობს

„ეს ედიკას სეფექალი!მართლაც ქაჯეთის პრინცის, როსანის გულისსწორი“ – კონსტანტინე გამსახურდია ადა მარშანიას პასუხობს

საქართველოს დესპანი გერმანიაში პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ყოფილ პარლამენტარ ადა მარშანიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს :

ტექსტს უცვლელად გტავაზობთ :

„პოლიტიკური აზრის გიგანტი ადა მარშანია ღაღადებს: “გამსახურდია და არძინბა ქაჯები იყვნენ”.

ნეტავ ვის ქაჯობაზე საუბრობს ეს ედიკას სეფექალი, მართლაც ქაჯეთის პრინცის, როსანის (შდრ. რუსთაველის უკვდავი პოემა…) გულისსწორი?

ვიღაცეებს ვერ მოუნელებიათ, მაშინ რომ ომი აირიდა საქართველომ და აიძულა სეპარები, ეცნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ეს გამსახურდია-ალექსიძის კანონის, 26-28-11-ის შედეგი იყო. მანამდე, დამოუკიდებლობაზე 31 მარტის რეფერენდუმიც ყველგან ჩატარდა – მათ შორის გუდაუთაშიცტყვარჩელშიცგაგრაშიც, ოჩამჩირეშიც.

აი ეს არ ასვენებთ მათ. სწორედ იმ „ვიღაცეების“ რუპორია ეს ჰორმონალურ-ისტერიული „პატრიოტი“. დააკვირდით, რას ითხოვს – ომი მაშინვე უნდა დაწყებულიყო, რომ რუსეთის გენშტაბს და სპეცსამსახურს აფხაზეთი მაშინვე წაერთმია ჩვენთვის და დახოცილიყვნენ ჩვენი საუკეთესო ბიჭები. საუბედუროდ მერე მაინც მოუწიათ, ღმერთმა ყველა გმირი გაანათლოს; ოღონდ მსუბუქი იარაღით ხელში, ავტომატებით და ყუმბრამტყორცნებით დარჩენილებს – მას მერე, რაც მისმა პოლიტიკურმა მშობელმა სოჭის ხელშეკრულებით მძიმე შეიარაღებისგან სრულიად დაცალა ქართული მხარე“, – ვკითხულობთ გამსახურდიას Facebook-პოსტში.

 

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!