TaoNews.Ge

“ეს არის დანაშაული, ეს ველურებშიც არ ხდება – ალბათ, საპატრიარქომ უნდა მიიღოს ზომები”-მეუფე ვახტანგი

“ეს არის დანაშაული, ეს ველურებშიც არ ხდება – ალბათ, საპატრიარქომ უნდა მიიღოს ზომები”-მეუფე ვახტანგი

“მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს კატეგორიულად გმობს ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი).
როგორც მეუფემ “მთავარ არხთან” განაცხადა, საპატრიარქოს ამ ფაქტზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა ჰქონდეს.
“ძალადობა, ეს არის დანაშაული, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს და თუ ამას სასულიერო პირები აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული და ალბათ საპატრიარქომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ასე არ მოხდეს და ის იყოს უკანასკნელი. ეს ისეთი დღეებია, ბრწყინვალე შვიდეულის.. შესვეს შეიძლება და ჰქონდათ რაღაცა ნადიმი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი დაკარგოს ადამიანმა და ყველაფერი დაივიწყოს. ეს ველურებშიც არ ხდება და მითუმეტეს, ცივილიზირებულ ქრისტიანულ სამყაროში არ უნდა ხდებოდეს. უნდა ეცნობოს საპატრიარქოს და მიიღონ გარკვეული ზომები ამ თვალსაზრისით, რომ ეს არ განმეორდეს. ეს სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი იყოს. ეს არის ჩვენი საერთო უბედურება, ასეთი გაუგებრობა და არავის არ აქვს უფლება, ადამიანებზე ზეწოლის, უშვერი სიტყვებით მიმართვის და ცემა-ტყეპის, რაც დღემდე ხდება, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!