TaoNews.Ge

ესტონეთი რუსეთს საჰაერო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსულმა „ილ-96“-ის ტიპის თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო საზღვრის დარღვევა 5 მაისს ფინეთის ყურეში, კუნძულ ვაინდლოოსთან მოხდა და თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ტრანსპონდერი ჩართული იყო, თვითმფრინავს არ ჰქონდა ფრენის გეგმა და საზღვრის დარღვევის დროს ესტონეთის საჰაერო მიმოსვლის სამსახურთან არ არსებობდა ორმხრივი რადიოკავშირი.

ინციდენტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, ალექსანდრე პეტროვს, საპროტესტო ნოტა გადასცა.

ესტონეთმა რუსეთი საჰაერო საზღვრის დარღვევაში თებერვალშიც დაადანაშაულა, თუმცა მაშინ მოსკოვმა ტალინის ბრალდება უარყო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!