TaoNews.Ge

“ესენი არიან სათამაშოები” – მიტროპოლიტი სტეფანე დაპირისპირებულ მხარეზე

“ესენი არიან სათამაშოები” – მიტროპოლიტი სტეფანე დაპირისპირებულ მხარეზე

“ესენი არიან სათამაშოები. ანუ, ისინი თავად არიან მართული ადამიანები, რომლებსაც თვითონაც შეიძლება არ აქვთ გათვითცნობიერებული, თუ რას აკეთებენ” – აცხადებს  რუსთავი 2-ს ეთერში მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებების შესახებ.

“მე კონკრეტულად ვერ დავასახელებ, თუმცა მე გარკვეული აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე უკვე ვთქვი, რომ ესენი არიან სათამაშოები. ანუ, ისინი თავად არიან მართული ადამიანები, რომლებსაც თვითონაც შეიძლება არ აქვთ გათვითცნობიერებული, თუ რას აკეთებენ. თუმცა, არის ის ძალები, რომლებსაც აქვთ ინტერესი საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის გახლეჩისა და შეიძლება ამის გამოყენებისა როგორც დეტონატორი მსოფლიო მართლმადიდებლური პრობლემებისთვის.

თუ ისინი გააგრძელებენ ამ მოქმედებებს, მერე უფრო გამოიკვეთებიან, ჯერ არაფერს არ ვიტყვი,” – ამბობს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, სტეფანე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!