TaoNews.Ge

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მორიგი როტაციით გაემგზავრნენ.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!