TaoNews.Ge

„ერი“ სახიფათო სახელია, ბევრი სიტყვა მთავრდება ერზე, მაგალითად, შტერი!”

„ერი“ სახიფათო სახელია, ბევრი სიტყვა მთავრდება ერზე, მაგალითად, შტერი!”

ლევან ვასაძემ პარტია „ერის“ შექმნა უკვე დააანონსა და განაცხადა, რომ პარტიის ლოზუნგი „ერთობა, რაობა და იმედი“ იქნება.

პოლიტიკის ექსპერტის, რამაზ საყვარელიძეს თქმით, ლევან ვასაძე „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერთა გადაბირებას შეეცდება.

„ერი“ სახიფათო სახელია, ბევრი სიტყვა მთავრდება ერზე, მაგალითად, შტერი. ბუნებრივია, ლევან ვასაძე იმ ორიენტაციას შემოიტანს პოლიტიკაში, რომელიც აქვს, მაგალითად, მასსა და „ქართულ მარშს“.

რა როლი ექნება ვასაძეს პოლიტიკაში, ამას დრო აჩვენებს. გავიხსენოთ „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც არჩევნებში საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.

სიტუაცია ისე მიდის, რომ სწორედ, „პატრიოტთა ალიანსი“ აღმოჩნდება ლევან ვასაძის პარტიის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი“,- განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!