TaoNews.Ge

16.05.2021 / 15:53

„ერთობა, რაობა, იმედი“ მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება“ – ლევან ვასაძე

„ერთობა, რაობა, იმედი“ მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება“ – ლევან ვასაძე

„ერთობა, რაობა, იმედი” მალე პოლიტიკურ პარტიად გადაიქცევა“, – ამის შესახებ მოძრაობის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვასაძის თქმით, „წინ ბევრი წინააღმდეგობა იქნება, თუმცა ეს მოჯადოებული წრეც გაირღვევა“.

„ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა, რომელსაც ჩვენ ახლა შევუდექით არ იქნება ადვილი, არ იქნება ია-ვარდით მოფენილი. ჩვენ წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა გველოდება.

ჩვენ გველოდება წინააღმდეგობები, მაგრამ ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე“, – განაცხადა ვასაძემ.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!