TaoNews.Ge

“ერთად ვაგრძელებთ სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას “- ლევან რატიანი

“ერთად ვაგრძელებთ სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას “- ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ცნობილი მსახიობის, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ლევან რატიანმა “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, ეს არ შეიძლება იყოს პოსტკოვიდური გართულება, რადგან რამდენიმე თვის წინ, როდესაც ის საავადმყოფოდან გაეწერა, ვირუსისგან სრულიად თავისუფალი იყო.

“ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. წინა პერიოდში, 2-3 თვის წინ მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა და მის გარეშე გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ, ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას”- ამბობს ლევან რატიანი

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!