TaoNews.Ge

“ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“-  რამ აღაშფოთა დოროყაშვილი

“ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“- რამ აღაშფოთა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას ეხმიანება. ცნობილმა ჩოგბურთელმა ვაჟს, ლუკასს, დაბადების დღე მიულოცა და დაწერა, რომ ის ექვსი წლის გახდა.

ნეკა დოროყაშვილმა თავის კომენტარში, რომელიც ამ ფოტოს ქვეშ დატოვა, აღნიშნა:

„კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს – ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“.

ინფორმაციისათვის,  ნიკოლოზ ბასილაშვილმა, სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ვაჟს დაბადების დღე მიულოცა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!