TaoNews.Ge

ერდოღანი მთიან ყარაბაღში ჩასვლას გეგმავს

ერდოღანი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ვიმოქმედებთ როგორც ნატოს წევრი ქვეყანა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული ესკალაციის შესახებ ისაუბრა.

ერდოღანის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა სულელური ნაბიჯი იქნებოდა. “ამ შემთხვევაში თურქეთი ისე იმოქმედებს როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო”,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთანავე ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი არ გადადგამს ნაბიჯს, მისი თქმით ეს საზიანო იქნებოდა როგორც რეგიონისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის და არსებობს დიალოგის საჭიროება.

ამ კონტექსტში ერდოღანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს – “ვიმეორებ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი აუცილებელი. მე ეს გზავნილები გადავეცი პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. ვფიქრობ, რომ ისინი ხვდებიან, რომ ამ ვითარებაში თურქეთს მხოლოდ საუკეთესო სურვილები ამოძრავებს”,- განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, კონფლიქტი ძალის გამოყენების გარეშე უნდა გადაიჭრას.

ერდოღანმა ეს განცხადება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობის ფონზე გაავრცელა.

აშშ-სა და ნატოს მიმართ რუსეთმა მოთხოვნები გასული წლის დეკემბერში წამოაყენა. კრემლი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას, რუსეთის საზღვრების მახლობლად სამხედრო აქტიურობის მინიმუმამდე დაყვანას და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დეზავუირებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები.

ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთს არც მეტი არც ნაკლები უსაფრთხოების წერილობითი, სამართლებრივი და იურიდიული გარანტიები ჭირდება.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!