TaoNews.Ge

ერდოღანი მთიან ყარაბაღში ჩასვლას გეგმავს

ერდოღანის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მოტივით, დაბალი საპროცენტო განაკვეთების კიდევ ერთხელ მხარდაჭერის შემდეგ, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა, – ამის შესახებ Bloomberg იუწყება

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ თურქული ვალუტის გაუფასურება ერდოღანის ახალმა პოლიტიკამ გამოიწვია, რომელმაც საპროცენტო განაკვეთები 4%-მდე შეამცირა.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გადავიდა ეკონომიკის ახალ წყობაზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს დიდ ინვესტიციებს, ექსპორტსა და სამუშაო ადგილების შექმნას.

თურქეთის ამ გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებული ინვესტორები ჩივიან, რომ მონეტარული პოლიტიკა არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.+

1 დოლარის ღირებულებამ 12 ლირას გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!