Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
კორონავირუსი კიდევ 369 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 244 PCR ტესტით.