TaoNews.Ge

ენტონი ბლინკენი – თუკი რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი

ენტონი ბლინკენი – შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა – ღია კარის პოლიტიკაზე არ არის ცვლილება, არ იქნება

შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შეკავებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა პირადად მიაწოდა.

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადა, წერილობითი დოკუმენტი ხაზს უსვამს სფეროებს, სადაც აშშ-მა განაცხადა, რომ ხედავს რუსეთთან პროგრესის პოტენციალს – შეიარაღების კონტროლი, გამჭვირვალობა და სტაბილურობა.

ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ის პასუხი რუსეთის მიმართ „ასახავს დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი ამას აირჩევს“ და დასძინა, რომ იგი მოელის შემდგომ დისკუსიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან უახლოეს დღეებში.

„დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, მოიცავს შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას რუსეთის მიერ წამოყენებული წინადადების შესახებ და ჩვენს წინადადებებს იმ სფეროებისთვის, სადაც შეგვიძლია, ვიპოვოთ საერთო ენა”, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ აშშ-ის პასუხი ადასტურებს იმას, რაც აშშ-მ და ნატო-მ საჯაროდ განაცხადეს, შეინარჩუნონ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და უარი თქვან რუსეთის მოთხოვნაზე, რომ ნატო-მ არასდროს უნდა მიიღოს უკრაინა ალიანსში წევრად.

“არ არის ცვლილება. არ იქნება ცვლილება”, – თქვა ბლინკენმა აშშ-ს მიერ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.

„ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ არსებობს ძირითადი პრინციპები, რომელთა დასაცავად მზად ვართ, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოების უფლება, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები“, – დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!