TaoNews.Ge

16.05.2021 / 16:38

“ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და ეს მცირე მკბენარა თევზები, თუ ცხოველები, რომ იკბინებიან, ესეთი კბენები ყოველთვის იყო და არაუშავს”-მეუფე ნიკოლოზი

“ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და ეს მცირე მკბენარა თევზები, თუ ცხოველები, რომ იკბინებიან, ესეთი კბენები ყოველთვის იყო და არაუშავს”-მეუფე ნიკოლოზი

ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და ეს მცირე მკბენარა თევზები, თუ ცხოველები, რომ იკბინებიან, ესეთი კბენები ყოველთვის იყო და არაუშავს – მღვდელმთავრებს მინდა მოვუწოდო, მთავარი ჩვენთვის არის ახლა მოთმინება,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭყონდიდში ახლა რაც ხდება, ეს არის არა დაპირისპირება, არამედ წინააღმდეგობა, რომელსაც დრო ჩააცხრობს და მომავალში არც ეცოდინებათ, რა მოხდა ჭყონდიდში.

“ჩართულია მთელი ეკლესია ამ პრობლემის მოგვარებაში. ათანასე ალექსანდრიელის (ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი) მიმართ არიოზის მომხრეებს იმდენი მრავალფეროვანი წინააღმდეგობა ჰქონდათ, ფაქტობრივად, ეს არის ამოწურული თემა – დრო თავისთავად ჩააცხრობს ამ ყველაფერს. კარგია, რომ არიოზი არ იცით ვინაა, მან ისეთი შფოთი შეიტანა ეკლესიაში, ისეთი დაპირისპირება სისხლისღვრა იყო და დღეს ალბათ, არავინ იცის, ვინაა არიოზი და მადლობა ღმერთს, რომ არ იცით, რადგან ჩაიარა ამ ამბავმა. ეს ჭყონდიდის წინააღმდეგობაც ჩაივლის, ცოტა ხანი გავა და ალბათ, სხვა ჟურნალისტი მოვა ჩემთან, რომელსაც არ ეცოდინება, რა მოხდა ჭყონდიდში რამდენიმე წლის წინ. ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და ეს მცირე მკბენარა თევზები, თუ ცხოველები არ ვიცი, რა ვთქვა, რომ იკბინებიან, ესეთი კბენები ყოველთვის იყო და არაუშავს.

მინდა მღვდელთმთავრებს მოვუწოდო, რომ მთავარი ჩვენთვის არის ახლა მოთმინება, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და უნდა შევიკავოთ თავი ყველანაირი მრისხანების გამოხატვისგან, თუმცა, ეს მრისხანება არსებობს რა თქმა უნდა”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!