“მაშინაც კი, როდესაც ეს პერსონალურად მეხებოდა, თავი შევიკავე და ბოლომდე მტკიცებით ფორმაში არასდროს არ მითქვამს, რომ ეს ქართული ოცნების ხელისუფლების გაკეთებულია. უბრალოდ, ახლა ამდენი ხნის გადასახედიდან, ეს განცდა უფრო მიძლიერდება და მიმყარდება.
მაგრამ ძალიან ფრთხილი ვარ მტკიცებით ფორმაში შეფასებებზე, განსაკუთრებით არ მიყვარს დაბრალება რამისი, თუ ხელთ მტკიცებულება არ მაქვს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მიჭირს ვთქვა, ვისგან შეიძლება ეს მოდიოდეს, მაგრამ შემიძლია პირდაპირ გითხრათ, გამოვრიცხავ თუ არა, რომ ეს შეიძლება შიგნიდან ხდებოდეს ზუსტად იმიტომ, რომ პიროვნულად გავიარე ეს გზა და ჯერ კიდევ უმრავლესობის გუნდში ვიყავი, როდესაც ასეთი პერსონალური შეტევა ჩემზე მოიტანეს შიგნიდან, რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ. ახლა განსაკუთრებით არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ იქ ვინც დარჩა უკვე ამ ადამიანებს არ აქვთ მორალური საყრდენი, რომელიც აჩერებდა რაღაცეებს და როგორ გამოვრიცხო”, — ბრძანა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფორმულას ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერებზე საუბრისას.